ალბანეთმა და უკრაინამ "მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება“ გააფორმეს

ალბანეთმა და უკრაინამ  "მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას" მოაწერეს ხელი. ამის შესახენ უკრაინის პრეზიდენტმ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს ტირანაში ვიზიტის დროს უკრაინა-ბალკანეთის სამიტზე განაცხადა.


ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამასთან ხელმოწერილი შეთანხმება დაეხმარება ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას ალბანეთთან და უკრაინის პოზიციებთან ბალკანეთში,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ განავითარონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის არის ვაჭრობა, კულტურა, განათლება, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, მედია, სპორტი და ტურიზმი.


შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ალბანეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობას ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, კონტრაბანდისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან და რამამ განიხილეს უკრაინის მუდმივი თავდაცვის საჭიროებები და „იარაღის ერთობლივი წარმოება.“